ლაშა დამენია - ზუგდიდის მერის გათავისუფლება კორუფციის გამო არ მომხდარა, ეს არის „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირება

კორუფციის გამო არ მომხდარა ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას გათავისუფლება, ეს არის „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ ზუგდიდის ყოფილი მერის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მის თქმით, ლაშა გოგიას „ქართულ ოცნებაში“ მფარველები ჰყავდა, მათი წასვლის შემდეგ კი აიძულეს სოციალური ქსელში განცხადების გაკეთება.

„კორუფციის გამო არ მომხდარა ლაშა გოგიას გათავისუფლება, ეს არის „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირება. იყო პერიოდი, როცა გოგიას „ქართულ ოცნებაში“ მფარველები ჰყავდა, მისი მფარველები წავიდნენ მართვის წრეებიდან. ხედავთ, რომ ერთი თვის განმავლობაში მოხსნილი იყვნენ გუბერნატორის მოადგილეები, აპარატის ხელმძღვანელობა, გოგიას მოხსნილს დავარქმევ. მას გამოეცალა მფარველები „ქართულ ოცნებაში“. როგორც კი მფარველები გამოეცალა, ის აიძულეს გაეკეთებინა განცხადება სოციალურ ქსელში. უბრალოდ, მათ ვეღარ დამალეს ის კორუფციული სქემები, რომელიც არსებობდა და არსებობს ზუგდიდის გამგეობაში და იძულებული გახდნენ საქმე აღეძრათ“,-განაცხადა ლაშა დამენიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. „შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება. სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით დატოვეს დაკავებული თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ. გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „კურიერმა“ ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი ზუგდიდის მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, გარიგება ზუგდიდში რამდენიმე ობიექტს ეხება.

მანამდე კი, გუშინ, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. დღეს კი ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გია გულორდავამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა