სახალხო ზეიმი "კოლხობა" სარფის სანაპიროზე გაიმართა

სახალხო ზეიმი "კოლხობა" სარფის სანაპიროზე გაიმართა

სარფის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული - კოლხობა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც „ქვაომხაზობის“ სახელით ჩატარდა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე „კოლხობის“ სახელით იმართება.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს ხელვაჩაურის მერმა - ჯუმბერ ვარდმანიძემ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ.

ასევე, გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდენ სხვადასხვა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.