გორთან გზის გადაკეტვას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ დამატებითი ჯგუფები გამოიძახა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდგომ, კი პროტესტის ნიშნად ავტობანის ცალმხრივი გზა გადაკეტეს.

აღნიშნულ მონაკვეთზე თითქმის 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო.

სამართალდამცველები მოძრაობის აღდგენას ცდილობდნენ და გარდაცვლილის ახლობლებს ავტომაგისტრალის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ამ დროისთვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობა სრულადაა აღდგენილი. აქციის მონაწილეები კი ფეხით გორის ცენტრისკენ, ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გაემართნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე მერებაშვილს სოფელ ხელთუბანთან ავტომანქანა დაეჯახა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. თუმცა, გარდაცვლილის ნათესავების ვერსიით, ახალგაზრდა მოკლულია, დღემდე კი ბრალდებული არ არსებობს.

იხილეთ ვიდეო: ხმაური და დაპირისპირება: გორის ცენტრალური ავტობანი გადაკეტილია, ტერიტორიაზე სპეცრაზმი მივიდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო