იყალთოში, განათლების რეფორმის წარდგენის შემდეგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს

იყალთოში, განათლების რეფორმის წარდგენის შემდეგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს

იყალთოში, განათლების რეფორმის წარდგენის შემდეგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს.

ისინი პრემიერს და განათლების მინისტრს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსისტეტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი რეფორმა მათთვის მისაღებია,თუმცა ამან სხვა პრობლემური საკითხების მოუგვარებლობა არ უნდა გამოიწვიოს.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მივესალმებით განათლების განვითარებისკენ მიმართულ ამ ახალ რეფორმებს. ამგვარი რეფორმებისთვის საჭიროა ისიც, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხულმა სტუდენტებმა სწავლის უფლება მიიღონ.

ამ მშვიდობიანი გამოსვლებით 800 სტუდენტის უფლებების აღდგენას მოვითხოვთ, რომლებმაც პრიორიტეტი მიანიჭეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. აუცილებელია დავიცვათ მათი და ჩვენი უფლებები“, - განაცადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის სტუდენტმა ანა ჭედიამ.