გორის ცენტრში მიმდინარე აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე შეუერთდნენ

გორის ცენტრში, ადამინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე შეუერთდნენ. სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მათი მხარდამჭერები გაერთიანდებიან და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მივიდა. აქციაზე იმყოფება ჟურნალისტი ელისო კილაძეც, რომლაც საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.

„თქვენ, ამ ხალხის საკრებულოს თავმჯდომარეც ხართ და არა მხოლოდ ოცნების“, - განაცხადა ელისო კილაძემ.

აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებეს აკეთებენ და ითხოვენ, ხელისუფლებამ გამოძიების ობიექტურად წარმართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, აღნიშნული აქცია პოლიტიკურად მართულია და აქციაზე არაერთი პირი იმყოფება „ნაციონალური მოძრაობიდან“.

აქციის მონაწილეები, გორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და ხელისუფლების წარმომადგენელების ჩასვლას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხელთუბანში თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც გორში აქცია მიმდინარეობს, შსს-მ განცხადება გაავრცელა.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო