ხელვაჩაურის მერიაში სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და მერიის შესაბამისი სამსახურების ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და მერიის შესაბამისი სამსახურების ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალური საბჭოს შექმნის საკითხი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ბავშვთა უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებთან ბრძოლის საკითხებზე იზრუნებს.

„შეხვედრაზე მოწვეული იყო ხელვაჩაურის რესურსცენტრის, სოციალური სააგენტოსა და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები. განხილული იქნა რამოდენიმე ოჯახის პრობლემური საკითხი და მათი გადაწყვეტის გზები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა