საქართველოში პირველი სკეიტ პარკი ქუთაისში გაიხსნა

ქუთაისში სკეიტბორდის მოედანი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ შვილთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა, რომლებიც პარკის მოწყობას 7 წლისგანმავლობაში ითხოვდნენ.
ქუთაისში სკეიტ პარკის გახსნას იმერეთის გუბერნატორი შავლეგ ტაბატაძე, ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი, საქართველოს სკეიტბორდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ბოჟაძე და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ. სკეიტ შოუში მონაწილეობა ეროვნული ფედერაციის სპორტსმენებმაც მიიღეს.
ქუთაისში სკეიტ პარკი ოლიმპიურ სტანდარტებს შეესაბამება და მალე ადგილზე ჩემპიონატებიც მოეწყობა. სკეიტ პარკი ქუთაისის მერის ინიციატივით მოეწყო და სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარი დაჯდა.
,,ქუთაისელი ახალგაზრდები 7 წლის განმავლობაში ითხოვდნენ სკეიტ პარკის მოწყობას. ჩვენ მათ ზუსტად 1 წლის წინ დავპირდით, რომ ქუთაისს სკეიტბორდის მოედანი ექნებოდა და ეს დანაპირები შევასრულეთ. ქუთაისი არის პირველი ქალაქი საქართველოში, რომელსაც სკეიტბორდის მოედანი აქვს. ყველაფერი ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარკი, რომელიც ძალიან მალე საერთაშორისო დონის ჩემპიონატებს უმასპინძლებს", - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

























