დავით ბაქრაძე რუსთავში მოსახლეობას შეხვდა

დავით ბაქრაძე რუსთავში მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა და მათ სოციალურ პრობლემებზე ესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბაქრაძესთან საუბარში მოსახლეობა ამბობს, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა. „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს, საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურ დასაქმებას ეხება.

„ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ ჩვენს ემიგრანტებს, დავეხმაროთ მათ ოჯახებს, რომლებიც მთლიანად არიან დამოკიდებული უცხოეთიდან გამოგზავნილ შემოსავალზე. ასეთი დახმარება შეიძლება იყოს ქართველებისთვის უცხოეთის შრომითი ბაზრის გახსნა, რაც ნიშნავს ლეგალურ სტატუსს, რაც ნიშნავს გაზრდილ ხელფასს და რაც ნიშნავს გაზრდილ შემოსავალს აქ დატოვებული ოჯახებისთვის, რაც ნიშნავს დეპორტისგან უსაფრთხოებას და სამედიცინო დაზღვევას“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.