მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.7 მილიონი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.

„პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობის სრულ რეაბილიტაციას. ასევე, საზაფხულო ამფითეატრის და ღია ავტოსადგომის მოწყობას, შენობის ტერიტორიის კეთილმოწყობას და შემოღობვას.

პროექტის მიზანია, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო