ქუთაისში ინგოროყვასა და ფხაკაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში ინგოროყვასა და ფხაკაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში ინგოროყვასა და ფხაკაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ნათქვამია ქუთაისის მერიის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ადგილზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ტობე" ასრულებს.

„აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ მომხდარა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად ექმნებოდა გადაადგილების პრობლემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ძელქვიანის მაჟორიტარი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ნანა შენგელია გაეცნენ.

ინგოროყვასა და ფხაკაძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.