სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობამ აქცია გამართა

სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობამ აქცია გამართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში ადგილობრივმა მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ეს პრობლემა მათ წლებია აწუხებთ.

„წვიმიან ამინდებში აქ მუხლამდე წყალი და ტალახია, მანქანა ვერ გადის, ფეხით ვერ გავდივართ, ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან, ხომ უნდა მოგვაქციონ ყურადღება“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, აღნიშნულ სოფელში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის პროექტირება უკვე დაასრულა, უახლოეს დღეებში კი ტენდერიც გამოცხადდება.