ბორჯომის მუნიციპალიტეტი საყოველთაო კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ შეუერთდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტი საყოველთაო კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ შეუერთდა.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მასშტაბურ დასუფთავების აქციაში დილიდან აქტიურად ჩაერთვნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელები, ასევე მუნიციპალიტეტის ყველა ა(ა)იპ სამსახურისა და „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები. ჯამში 300-მდე ადამიანმა 23მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეგროვება მოახერხა.

ბორჯომის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში პოლიეთილენის პარკებისაგან და ბოთლებისაგან გაიწმინდა ქ. ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიები, კერძოდ; პლატოს ტყე, სოფელ სადგრიდან ცენტრალურ პარკამდე ჩასასვლელი მონაკვეთი, ჩარხისწყლის დასახლებაში რკინიგზის სადგურის ბაქანი, გოგიას ციხემდე მისასვლელი გზა და ახალ უბანთან დამაკავშირებელი ხიდი. დასუფთავების აქციები ჩატარდა ასევე მუნიციპალიტეტის დაბებში და სოფლებში.

მერის ლევან ლიპარტიას თქმით, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარება უმნიშვნელოვანესია ბორჯომისათვის.

„ჩვენ აქტიურად ვერთვებით ყველა კამპანიაში, რომელიც გარემოზე ზრუნვას შეეხება. წლის განმავლობაში ჩვენი სამსახურების ჩართულობით, პერიოდულად ვასუფთავებთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს და მსგავსი აქციების ჩატარებას მომავალშიც ვგეგმავთ“, - აღნიშნა მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო