შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

შიდა ქართლის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად გორში, „ახალბაღის“ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა. კამპანია, პარალელურად, შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში - კასპში, ქარელში, ხაშურსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მიმდინარეობდა, რომელსაც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, რეგიონში გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი.

რეგიონებში დასუფთავების აქციები ჩატარდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორების, გარემოს დაცვითი ორგანიზაცია CENN-ისა და ადგილობრივი მთავრობების ორგანიზებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა