გუბერნატორი აბაშაში მოსავლის აღების პროცესს დაესწრო

გუბერნატორი აბაშაში მოსავლის აღების პროცესს დაესწრო

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერილია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან მაკალათიასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, ანჯელის მასივში, ფრიდონ ჩოჩიას საყანე ფართობში მოსავლის აღების პროცესს დაესწრო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ფერმერის თქმით, აზიურ ფაროსანასთან სპეციალიზებული ტექნიკით ბრძოლამ შედეგი გამოიღო და წელს სიმინდის კარგი მოსავალი აქვთ. მათივე ცნობით, გუბერნატორი ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულშიც იმყოფებოდა.

„ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობას შეხვდა და ესაუბრა. მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო და შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.