ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სამედ სეიდოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურული სფეროებისა და სხვა მიმართულებებით ორი ქვეყნის მიერ განხორციელებული რეგიონული პროექტების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტთაშორისო დონეზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.