ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მარნეულის სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მარნეულის სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში დილიდან საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ახალი სასწავლო წლის დაწყების მისალოცად სოფელ თაზაქენდის, I ქესალოს, კაჩაგანის, წერეთელის მირზოვკისა დ №2 საჯარო სკოლებს ეწვივნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რუსლან გაჯიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მისი მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი.

InterPressNews.Geცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წარმატებები და ნაყოფიერი წელი უსურვეს.

სკოლებში მყოფმა სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახლადრეაბილიტირებული სკოლის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და ღონისძიებების ბოლოს, საზეიმო ვითარებაში, პირველკლასელებს ახალი ნოუთბუქები გადასცეს.