ზუგდიდში სტუდენტები და მასწავლებლები უფასოდ იმგზავრებენ

ზუგდიდში სტუდენტები და მასწავლებლები უფასოდ იმგზავრებენ

დღეიდან, ზუგდიდის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

აღნიშნული პროექტი მერიის საპილოტე პროექტია, რომლისთვისაც ამ ეტაპზე 20 000 ლარია გამოყოფილი. „პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური ბარათები შესაბამისი დაწესებულებების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით დამზადდა. სპეციალური ბარათები მძღოლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარედგინოს. აღნიშნული ინიციატივა ლაშა გოგიას წინასაარჩევნო დაპირება იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.