მაცხოვრისკარში საბავშვო ბაღი გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მაცხოვრისკარში, ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. 30 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი 2016 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა.
„მაცხოვრისკარში საბავშვო ბაღი, ბიჭუნათა ანსამბლ „ბერეხას“ მიერ შესრულებული მრავალჟამიერის ფონზე გაიხსნა. ლენტი გაჭრეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა კვიტაშვილმა. საბავშვო ბაღის გახსნას ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები“,- ნათქვამია აბაშის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

























