ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ეს საქმე იმისთვის „შეიკერა“, რომ „ჩადების“ საქმე გადაიფაროს

საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვას და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანას.

"ბრალდების მხარე დღეს დაკითხავს მოწმეს, რომელიც უშუალოდ გადაადგილდებოდა რეანომობილით საიდანაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული", - განაცხადა სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ.

დაცვის მხარის განცხადებით კი, ბრალდებული გიორგანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიიჩნევს რომ არსებული სისხლის სამართლის საქმე იმ საქმის გადასაფარად "შეიკერა" სადაც გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

"გრძელდება ე.წ. რეანომობილიდან ამოღებული ნარკოტიკების საქმეზე არსებითი განხილვა. აღნიშნული საქმე „შეიკერა“ იმისთვის რათა გადაიფაროს „ჩადების“ საქმე. გიორგი გიორგანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს" , - განაცხადა გიორგანაშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს