ბათუმში პროფესიული განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ბათუმში სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს შორის პროფესიული განათლების შესახებ დისკუსია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პროფესიული კვალიფიკაციების პრეზენტაციები გამართეს. მსჯელობის საგანი იყო ასევე კვალიფიციური კადრების მიმართულებით ბიზნეს-სექტორის საჭიროებები. შეხვედრაში მონაწილეობა 10-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო, რომლებიც პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ.

„შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტის მიხედვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეიქმნა დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნებიც საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაცია, დუალური პროფესიული განათლების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა და კერძო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობაა. საბჭოს წევრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები არიან“, - ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა