აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ზესტაფონის მერის გადადგომას ითხოვენ, მერის კაბინეტის კარზე წებოვანი ლენტი გააკრეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ზესტაფონის მერის გადადგომას ითხოვენ, მერის კაბინეტის კარზე წებოვანი ლენტი გააკრეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, კახაბერ მახათაძეს მოსახლეობის პრობლემები არ აინტერესებს და თანამდებობას პირადი მიზნებისთვის იყენებს.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კახაბერ მახათაძის კაბინეტის კარზე წებოვანი ლენტი გააკრეს.

"კახაბერ მახათაძეს უფლება არ აქვს, იყოს ზესტაფონის მერი, რადგან არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არ ახდენს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსხურში აღდგენას, ასევე მასზე სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. როგორც კი გაიგო, რომ აქ მოვდიოდით, გაიქცა. მახათაძე უნდა იყოს გისოსებს მიღმა და ზესტაფონში უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები. აქ მჯდომარე აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მერი არ გადადგება. მივმართავ ზესტაფონის მაჟორიტარს შალვა კიკნაველიძეს და იმერეთის გუბერნატორს შავლეგო ტაბატაძეს, მოვიდნენ და შეგვხვდნენ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი გოგლიჩიძემ.