გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლანჩხუთის წყლის სათავე ნაგებობაზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ლანჩხუთში ძლიერი წვიმის შედეგად წყლის სათავე ნაგებობაზე დაზიანებული მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რათა ლანჩხუთის მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ადგილზე მობილიზებულია საავარიო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკის საშუალებით აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„უამინდობით გამოწვეული სათავე ნაგებობის დაზიანების შედეგად, ლანჩხუთის მოსახლეობას უმეტეს ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა. სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წყლის მიწოდება ხვალ, დღის მეორე ნახევარში აღდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.

























