ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლითაც ხორბლის სახმელეთო გადაზიდვა იკრძალება, „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

„ევროპული საქართველო“ აპირებს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული იმ ბრძანების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ხორბლის სახმელეთო გადაზიდვა იკრძალება. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ფრაქციამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ფინანსთა მინისტრი დაიბარა პარლამენტში, თუმცა მინისტრმა თავი აარიდა პასუხისმგებლობას და ფრაქციის სხდომაზე არ გამოცხადდა.

„რეგულაცია, რომელიც შემოიღო ხელისუფლებამ ხორბლის იმპორტიორებთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გაკეთებული. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დღეს სატვირთო ავტომობილებით აიკრძალა ხორბლის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს პირდაპირ ნიშნავს ამ სფეროში დასაქმებული ათასობით გადამზიდავის უმუშევრად დატოვებას. ეს არის ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ საკითხზე მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მანამდე „ევროპულმა საქართველომ“ ფრაქციის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი მოიწვია, რომელსაც პასუხი უნდა გაეცა ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა მივიღეთ პირდაპირი უარი მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე. ეს მიანიშნებს ფინანსთა მინისტრის უპასუხისმგებლობას. ასევე ნიშნავს, რომ უპასუხოდ ტოვებს კითხვებს. ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ უარყოფითად აისახება მავნებლური ნაბიჯები კონკრეტული ადამიანების დასაქმებაზე. ეს რიცხვი არის 3 ათასზე მეტი და იმედია, დაავალდებულებთ ფინანსთა მინისტრს, გამოცხადდეს პარლამენტში და დროულად შეაცვლევინებთ მთავრობას ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას,“ -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლები ლილოს გეზის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული იმ ბრძანების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ხორბლის სახმელეთო გადაზიდვა იკრძალება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია