სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შენობის სახურავიდან ჩამოვიდა, თუმცა საწვავი რამდენჯერმე გადაისხა

გაფორმების ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი შენობის სახურავზე ასული სატვირთო ავტომანქანის მძღოლი სახურავიდან ჩამოვიდა. თუმცა, მას კვლავ ხელში უკავია ბოთლი, რომელშიც ჩასხმულია საწვავი. მძღოლმა რამდენჯერმე გადაისხა საწვავი.

მძღოლი აცხადებს, რომ მისი პირობები კვლავ უცვლელი რჩება.

სამართალდამცველებს მძღოლთან მიახლოების საშუალება არ ეძლევათ, რადგან მძღოლი კვლავ თავის დაწვით იმუქრება.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში სახმელეთო გზით ხორბლის გადატანა იკრძალება. სატვირთო ავტომობილების მძღოლები სწორედ ამ დადგენილებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მოითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება უვადოდ გადაიდოს და მათ მუშაობის საშუალება ჩვეულ რეჟიმში მიეცეთ ისე, რომ არ მოხდეს საბაჟოზე დამატებითი გადასახადების დაწესება.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება, აქციის მონაწილეთა ნაწილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს