სოფელ ხეთაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ ხეთაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

ხობის მერიის ინფორმაციით,  შეიცვალა წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები, კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი, ექსტერიერი და ეზო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამონტაჟდა პანდუსი, დამონტაჟდა კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოს ღირებულებამ 425 000 ლარი შეადგინა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

„ბაღი აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე კოლექტორებით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციამ („მწვანე მომავალი“) დაამონტაჟა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ხეთის საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 21 სექტემბერს დაიწყება“, - აცხადებენ ხობის მერიაში.