ხაშურში №2 საბავშვო ბაღი გაიხსნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილთან და მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ხაშურის მეორე საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერმა სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგებს, აღსაზრდელებს და მათ მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„იმედი გვაქვს ჩვენს პატარებს ძალიან მოეწონებათ საბავშო ბაღში შექმნილი გარემო, რაც სასწავლო პროცესს და მათ სწავლა-განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მან.
როგორც მერიაში განმარტავენ, სააღმზრდელო დაწესებულების შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს, მთლიანად ახალი ინვენტარითაა აღჭურვილი. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ჯამში 100 000 ლარი შეადგინა.

























