ბორჯომის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს

ბორჯომის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს

ბორჯომის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ საცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად გახსნა.

მათივე ინფორმაციით, 117 კვ.მ. ფართობის ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შენობაში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ამ დრომდე, ცენტრის 50-მდე თანამშრომელი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო პიროებები არ არსებობდა.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემა გრძელდება. ამ დრომდე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში უკვე განთავსდა ფოთის რაიონული სამსახური. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობით განხორციელდა“, -ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.