ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაცით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა გვიან ღამით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რომელიც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

























