რუსთავში, მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა

რუსთავში, მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა

რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა. ბავშვი მეორე სართულის მიშენებაზე დაეცა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ბავშვი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.