„პანკისობის“ ღონისძიების გაუქმების მიუხედავად, დუისში აქცია მაინც იმართება

„პანკისობის“ ღონისძიების გაუქმების  მიუხედავად, დუისში აქცია მაინც იმართება

„პანკისობა 2018“-ის გაუქმების მიუხედავად, პანკისის ხეობაში აქცია მაინც იმართება. სოფელ დუისში შეკრებილი თემირლან მაჩალიკაშვილი ოჯახის წევრები და ადგილობრივები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ სპეცოპერაციაში მონაწილე პირები დაისაჯონ.

"დღევანდელი ღონისძიება იმიტომ დაგეგმეს, რომ აქ ხალხი გაეშიფრათ. ეს იყო გახარიას სტარტეგია, რომ ხალხი პროვიკაციაზე წამოეგოთ. ეს არ მოხდება, ეს არ გაუვათ. ეყოთ ჩვენი სისხლით ფულის კეთება. არავის არაფერი არ შერჩება. ჩვენ შევქნით ადგილობრივებისგან ჯგუფს, ისინი თვალს მიადევნებენ საპროტესტო აქციებს და იქამდე იმოქმედებენ, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება. მოვითხოვთ დაისაჯაონ დამნაშავეები, დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.