თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მსახიობ ვენერა ფეიქრიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მსახიობ ვენერა ფეიქრიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მსახიობ ვენერა ფეიქრიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიამდე მსახიობმა ცნობილი სპექტაკლებიდან ეპიზოდური როლები შეასრულა.

ღონისძიება ვენერა ფეიქრიშვილის 50 წლიან სამსახიობი პერიოდს მიეძღვნა. დღესვე მსახიობს ამაგდარის წოდებაც მიენიჭა.

თელავის სახელმწიფო თეატრის მენეჯერის პაატა გულიაშვილის თქმით, ვარსკვლავის გახსნისთვის ფინანსური მხარდაჭერა ადგილობრივმა ბიზნესმენებმა გაიღეს. გულიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბერსა და იანვარში თელავის თეატრის ორი ცნობილი მსახიობის- თემურ ხუნაშვილისა და ვანო იანტბელიძის ვარსკვლავები გაიხსნება.