დაკავებული დავით ლეგაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ვარდისუბნის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივებმა სოფელ ყარაჯალისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს და დაკავებული დავით ლეგაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი თანასოფლელი უდანაშაულოა და უკანონოდ დააკავეს.
დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში დღეს დილით მოხდა. 6 პირი სოფელ ყარაჯალას ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულთა შორის ერთ-ერთი 14 წლის მოზარდია. შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
იხილეთ ვიდეო: რა ხდება თელავის რაიონში, სადაც მოსახლეობამ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა

























