ბათუმში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში ზღვამ 39 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი გუშინ მდინარე ჭოროხში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც წყლის დინებამ გაიტაცა. ცხედარი ზღვამ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
გამოძიება სსკ-115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

























