ზუგდიდში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოყვა

ზუგდიდში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ექიმი და ექთანი დაშავდნენ. ისინი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
„ახლა კვლევები უტარდებათ. დაშავებულები არიან ექიმი და ექთანი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია. დიაგნოზზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ“, - აცხადებენ ჰოსპიტალში.
შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომანქანა ფიგურირებს. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

























