მარნეული ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა

ევროპის სპორტის კვირეულს, მარნეულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სპორტის კვირეული მარნეულის ცენტრალურ მოედანზე, რაგბის ფესტივალით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული გუნდები მონაწილეობდნენ.

მარნეულში, ევროპის სპორტის კვირეულის გახსნის ცერემონიალს, პარლამენტის დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის ფარგლებში, ტურნირში მონაწილე გუნდები, სპეციალური თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

„აღსანიშნავია, რომ მარნეულში სპორტის კვირეული 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობების ჩატარება.

სპორტული კვირეული, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ხასიათისაა. სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შეგროვებული თანხა, მარნეულელ თეონა ბენდელიანს გადაეცემა, რომელსაც აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირად ღირებული მკურნალობა გერმანიაში“, - ნათქვამია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა