გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 766 აბონენტს მცხეთის მომსახურების ცენტრის სოფლებში -ნაფტვრები, მუხათწყაროს ტერიტორია, აგარაკი, ლისი და მიმდებარე სოფლებში.
მათივე ცნობით, 11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება 1441 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ჭილურტი, ებნისი, ლამოვანი, ბუჩუნტლიანი და მიმდებარე სოფლებში. ხოლო 12:05-დან 18:00 საათამდე 124 აბონენტს გუდაურში, ქუმლისციხეს, ქვეშეთში.
ასევე, 13:00დან 17:00 საათამდე 384 აბონენტს ყაზბეგის რაიონის დაბა სტეფანწმინდაში. ასევე, 12:05 დან 17:00საათამდე 124 აბონენტს გუდაური, ქუმლისციხე, კობში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

























