ე.წ. უდო-ს კომისია ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მსჯავრდებულის საქმის განხილვის შუამდგომლობით თავად დაწესებულება მიმართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თენგო შაქარაშვილმა განუცხადა, ვანო მერაბიშვილის საქმე კომისიამ რამდენჯერმე უკვე განიხილა, თუმცა აქამდე მას გათავისუფლებაზე ყველა ჯერზე უარი ეთქვა.

"როგორც ყველა მსჯავრდებულის, ასევე ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც ანალოგიურად ხდება: მოიხდის თუ არა გარკვეულ ვადას მსჯავრდებული დანაშაულის კატეგორიის შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია, რომ ადგილობრივ საბჭოს წარუდგინოს შუამდგომლობები და ადგილობრივი საბჭო ვალდებულია ეს საკითხი განიხილოს. ვანო მერაბიშვილის საქმე რამდენჯერმე განიხილა საბჭომ და იმ ეტაპზე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ ეთქვა უარი გათავისუფლებაზე მერაბიშვილს, ამაზე დეტალური ინფორმაციის მიწოდების უფლება არ გვაქვს, თუმცა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი რეგულირდება პატიმრობის კოდქსის 42-ე მუხლით და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც ადგენს ადგილობრივი საბჭოსთვის შეფასების კრიტერიუმებს", - განაცხადა თენგო შაქარაშვილმა.

მისივე თქმით, თავად მსჯავრდებულს ან მის ადვოკატსაც აქვს უფლება კომისიას მიაწოდოს ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც კომისიას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

"მერაბიშვილის შუამდგომლობის განხილვა ისევ მოხდება, მას შემდეგ რაც უარის თქმიდან გავა 6 თვე. დაწესებულება ვალდებულია შუამდგომლობა ხელახლა გადმოაგზავნოს ავტომატურად და მოწოდებული ინფორმაციის თაობაზე ადგილობრივი საბჭო იმსჯელებს. დაწესებულების გარდა, თავად მსჯავრდებულსაც და მის ადვოკატსაც შეუძლია წარმოადგინოს ნებისმიერი დოკუმენტი, რასაც თვითონ ჩათვლიან მიზანშეწონილად, რომ ეს დაეხმარება საბჭოს გადაწყვეტილების მიღებაში და ასეთი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაშიც აუცილებლად გაეცნობა საბჭო ამას", - განაცხადა შაქარაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ მერაბიშვილს ორ თვეზე მეტია ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თენგო შაქარაშვილის თქმით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზის გამო ვერ იმსჯელებს. როგორც მან განმარტა, "უდო-ს კომისიის კომპეტენციაში ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით მხოლოდ ის ნაწილი დარჩა, რომლის ლეტალობის პროგნოზი მაღალია". შაქარაშვილის თქმით, ავადმყოფობის გამო, მსჯავრდებულების გათავისუფლების საკითხის განხილვა სასამართლოს კომპეტენციაში გადავიდა.

"ჩვენი კანონმდებლობა ადგილობრივ საბჭოს, სამედიცინო თემატიკაზე გადაწყვეტილების მუღების უფლებას არ გვაძლევს, იმიტომ, რომ სხვა ორგანოს კომპეტენციაა ეს. სასამართლო განიხილავს ავადმყოფობის გამო, როგორც სასჯელის გადავადების, ასევე გათავისუფლების საკითხს. მხოლოდ მცირედი ნაწილი დარჩა კომისიას, ჯანმრთელობის საკითხების, ისეთი რომელთა ლეტალობის პროგნოზი მაღალია და ეს მდგომარეობა ექიმთა კონსილიუმით უნდა დამტკიცდეს. საბედნიეროდ, დღეისთვის ჩვენ არ გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომ ამ კრიტერიუმს შეესაბამებოდეს ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა. რაც შეეხება სასამართლოს, აქ უკვე არის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, სადაც ჩამოთვლილია ის დაავადებები, რომლის დროსაც შესაძლებელია მსჯავრდებულის გათავისუფლება ავადმყოფობის გამო", - განაცხადა თენგო შაქარაშვილმა.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, კანონმდებლობა ასევე უშვებს შესაძლებლობას, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მსჯავრდებულის საქმე 6 თვიანი ვადის გასვლამდეც განიხილოს.

"6 თვეზე ადრე გამონაკლის შემთხვევებში განიხილავს კომისია საქმეებს. კერძოდ, თუ სასჯელის ვადა, რომელიც მსჯავრდებულს აქვს მოსახდელი, 6 თვეზე ნაკლებია ან თუ რამე განსაკუთრებული გარემოება არსებობს. ამ შემთხვევაში ხდება შუამდგომლობის განხილვა, თუმცა ამ შემთხვევაში თავად მსჯავრდებულმა უნდა მიმართოს შუამდგომლობით კომისიას. 6 თვეზე ნაკლები ვადის დარჩენის შემთხვევაში კი, დაწესებულება მიმართავს საბჭოს შუამდგომლობით", - განმარტა შაქარაშვილმა.

როგორც ცნობილია, ვანო მერაბიშვილს 2 თვეზე მეტია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. გუშინ შესაბამისმა უწყებამ მისი დიაგნოზიც გაასაჯაროვა.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ