ბაღდათში "ლიბერთი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

ბაღდათში "ლიბერთი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.
„ვიდეო კამერები გაუთიშიათ და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოუგლეჯიათ. სავარაუდოდ, თანხაა წაღებული", -აცხადებენ ადგილობრივები.
შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" "ლიბერთი ბანკში" აცხადებენ, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაზიანებულია და მცირე თანხაა წაღებული.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდათში "ლიბერთი ბანკის" ბანკომატი მოიპარეს. ადგილობრივები ამტკიცებდნენ, რომ წაღებული იყო მასწავლებლების და სხვა დასაქმებულების ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხები, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა.

























