ზუგდიდის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილესთან ირაკლი ჯიქიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს მაიზერ ნანავას, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, მაიზერ ნანავამ შესაბამის სამსახურებთან ერთად იმ მუნიციპალურ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ამ დროისთვის ახორციელებს.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაგეგმილ პროექტებსა და არსებულ საჭიროებებზეც ყურადღება გაამახვილა.

„ჩვენთვის მთავარია მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინება და მუნიციპალურ პროექტებსა და პროგრამებში მათი მაქსიმალური ჩართულობა. ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივებს ვახორციელებთ. როგორიცაა: „უფრო ახლოს ხალხთან“, ,,კარდაკარ საჭიროებებზე“, „შენი იდეა ქალაქის მერს“. ჩვენ უკვე გვაქვს და ტექნიკურად ვხვეწავთ „ცხელ ხაზს“, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და ურთიერთანამშრომლობით შევძლებთ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემის დროულ აღმოფხვრას,“ - აღნიშნა შეხვედრაზე მაიზერ ნანავამ.

გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრაზე არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.