ზუგდიდის  მერის მოვალეობის შემსრულებელმა  და საკრებულოს თავმჯდომარემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ზუგდიდის  მერის მოვალეობის შემსრულებელმა  და საკრებულოს თავმჯდომარემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა. მხარეებმა ტურისტული ზონების განვითარებაზე და მის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აზიის განვითარების ბანკი პროექტების დაფინანსების გადაწყვეტილებას, საჭიროებების დეტალური შესწავლის შემდეგ მიიღებს. მსგავსი შეხვედრების მიზანი ქალაქის ინფრასტრუქტურის შეცვლა და სხვადასხვა საჭიროებების გამოვლენაა.

2019 წელს შერჩეული მოკლევადიანი პროექტების დიზაინი მომზადდება, ხოლო 2020 წლიდან პროექტები განხორციელდება.

ცნობისთვის, ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებულ სისტემას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის ღირებულება კი 220 მილიონ ლარამდეა.