ფოთის საზღვაო ნავსადგურში 88 ტონიანი ლოკომოტივი გადამუშავდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში 88 ტონიანი ლოკომოტივი გადამუშავდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში 88ტონიანი ლოკომოტივი გადამუშავდა. კომპანიის ინფორმაციით, ტვირთი გემიდან ორი ამწის პარალელური მუშაობით ჩამოიცალა. მათივე განცხადებით, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უსაფრთხოებისა და საოპერაციო დეპარტამენტების ერთობლივი, შეთანხმებული მუშაობა და ძალისხმევა.

ტრანზიტული ტვირთი ფრანგული კორპორაცია Alstom-ის პროდუქტია, რომელიც საფრანგეთიდან ბაქოსკენ მიემართება და მას მომსახურებას ფორვარდერული კომპანია WELL-ი უწევს.

„მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“, რომელთანაც შევძელით არაგაბარიტული ტვირთის მაქსიმალურად უსაფრთხოდ გადმოცლა. ვფიქრობთ, რომ ტვირთის დარჩენილი ნაწილის ჩამოტვირთვის ოპერაციები ასევე წარმატებით დასრულდება“, - აცხადებენ WELL-ში.

,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთის პორტში აღნიშნული ტვირთის მხოლოდ მეორე ლოკომოტივია ჩამოსული. 2019 წლის თებერვლის ბოლოსთვის კი დამატებით 9 ლოკომოტივის ჩამოტანაა დაგეგმილი.