პარლამენტთან აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავაძის მეუღლის განცხადებით, მის ქმარს არჩილ თალაკვაძე ემუქრებოდა

პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავაძის მეუღლე მისი ქმრის დაკავებაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს ადანაშაულებს. მარიკა ფანჯავიძის განცხადებით, თალაკვაძე მის ქმარს პირადად ემუქრებოდა.

„ჩემი მეუღლე არის პოლიტიკური დევნილი და პატიმარი. მე მაქვს „ფეისბუქში“ არჩილ თალაკვაძის მიერ მიწერილი მუქარის წერილი. თალაკვაძე აღშფოთდა, როდესაც მის დანამატებზე გიორგიმ საჯაროდ ისაუბრა. თალაკვაძემ მას მისწერა ასეთი წერილი: „წაიტეხავ ცხვირს ასეთი საქმიანობისთვის“, - განაცხადა მარიკა ფანჯავაძემ.

ადვოკატ ლევან დავითაიას განცხადებით, დაკავებულების მხრიდან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია.

„ამ დაკავებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვებიც არსებობს. გიორგი ფანჯავიძის განცხადებით, მის აქტივობასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძე იყო გაბრაზებული და არა ერთხელ დაემუქრა დაკავებით“, - აღნიშნა ადვოკატმა.

გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება