სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ფოთში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ფოთში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ფოთში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მემორიალთან შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„სოხუმის დაცემის დღე,1993 წლის 27 სექტემბერი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენთვის უდიდესი ტკივილისა და აუნაზღაურებელი დანაკარგის სიმბოლოა. მინდა, კიდევ ერთხელ, ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება დღე, როცა საქართველო ერთიანი და ძლიერი იქნება“,- განაცხადა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.

საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.