ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი - პაატა ნადირაძემ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიმართა- რაიმე დაპირისპირებაზე ინფორმაცია არ მაქვს

ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი - პაატა ნადირაძემ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიმართა- რაიმე დაპირისპირებაზე ინფორმაცია არ მაქვს

ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, მერის პირველმა მოადგილემ და მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ კომენტარი გააკეთა.

პაატა მოდებაძის ინფორმაციით, პაატა ნადირაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

„პაატა ნადირაძემ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმართა, ამიტომ მოვალეობას შევასრულებ მე. რაიმე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. როცა ვკითხე მიზეზი, მივიღე პასუხი, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა.