ზესტაფონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულები გაიხსენეს

ზესტაფონში აფხაზეთის ომში დაღუპულები გაიხსენეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა, მოქალაქეებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გიორგი მეგრელიშვილისა და ზაზა გაჩეჩილაძის მემორიალური დაფა. გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ღვაწლს ქვეყნის წინაშე, ხოლო სასულიერო პირებმა მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
1992-1993 წლებში ომს ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ესენი არიან: გიორგი მეგრელიშვილი, ზაზა გაჩეჩილაძე, იური ყურაშვილი, ჯემალ ბოხაშვილი, კახა კვანტრიშვილი, ზურაბ კარტოზია, გივი მჭედლიშვილი, რევაზ მუმლაძე, გიორგი ქათამაძე, რომან გელენიძე, სპარტაკ კაკოჩაშვილი, ფირუზ ლომიძე, როლანდი თუთარაშვილი.

























