გორში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გორში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 25 წლის წინ სოხუმში მიმდინარე მოვლენები და ის გმირები, ვინც სამშობლოს ერთიანობას თავი შესწირეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებიც.
"ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ის ადამიანები, ვინც გმირულად დაიღუპნენ და თავი შესწირეს ჩვენ ქვეყანას. ტრადიციულად მოვედით მათი სახელობის მემორიალთან და გვირგვინები მოვიტანეთ. ეს არის ძალიან მძიმე დღე და ყოველთვის გვემახსოვრება 25 წლის წინ დატრიალებული უდიდესი ტრაგედია", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

























