მარნეულში გოგონათა შორის კალათბურთში ღია ჩემპიონატი გაიმართა

მარნეულში გოგონათა შორის კალათბურთში ღია ჩემპიონატი გაიმართა

მარნეულში, „ათა ჰოლდინგის" სპორტულ დარბაზში მარნეულის ღია პირველობა გაიმართა გოგონათა შორის კალათბურთში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სპორტულ აქტივობას, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძე, თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენებს, მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ დღისთვის, კალათბურთელ გოგონებს მუნიციპალიტეტმა საჩუქრად სათამაშო ფორმები გადასცა.

სპორტული ღონისძიება, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.