ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგი გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ტრენინგ-სემინარი - სტრატეგიული დადეგმარება და ინფრასტრუქტურის როლი გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ტრენინგი ჩაატარა საერთაშორისო ორგანიზაცია „ეპტისას“ წარმომადგენელმა, რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებასა და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას.
პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ. სემინარს ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები.

























