„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

28 სექტემბერს, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 19:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 6765 აბონენტს ზაჰესში მშვიდობის, ენერგეტიკების, კასკადის, ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე გლდანში, მამკოდაში, თიანეთის გზატკეცილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.