ხელვაჩაურის მერიაში სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა

ხელვაჩაურის მერიაში სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე წარუძღვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომაზე განიხილეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით და სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო, და სხვა სახის პროექტების ორგანიზების მიზნით გამოცხადებული და გამოსაცხადებელი ტენდერების სია.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ხელი მოეწერა რამდენიმე სატენდერო ხელშეკრულებას.